27 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
"თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა საინტერესო ფორმატია, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ამ ფორმატთან დაკავშირებით წარმატებულია" - ნიკოლ ფაშინიანი

თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა საინტერესო ფორმატია, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ამ ფორმატთან დაკავშირებით წარმატებულია, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ამ განცხადებით, ფაშინიანმა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა შეაფასა.

"ცოტა ხნის წინ თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან საინტერესო ფორმატი. იმედი მაქვს, ეს ფორმატი განვითარდება უფრო საგნობრივი გახდება. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ამ ფორმატთან დაკავშირებით წარმატებულია," - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დღის ამბები