26 აგვისტო 2026,   09:43
ვრცლად
არ არის ეს აქტი მეგობარი, ეს არის ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ცრუ ინფორმაციის და ბრალდებების შემცველი აქტი - დავით მათიკაშვილი

ქართული მხარე შეერთებული შტატებისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება და გამოთქვამს მზადყოფნას, გადაიტვირთოს ურთიერთობები - კიდევ ერთი განცხადება ამ თემაზე პრემიერმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა.

პრემიერმა ისაუბრა იმ განცხადებაზეც, რომელიც პარლამენტმა მეგობარი აქტის საპასუხოდ მიიღო. 11 გვერდიან დოკუმენტში აქცენტი კეთდება ცრუ ბრალდებებზე, კონკრეტულ ფაქტებზე და "დიფ სთეითზე".

მმართველი გუნდი უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს,

"არ არის ეს აქტი მეგობარი, ეს არის ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი ცრუ ინფორმაციის და ბრალდებების შემცველი აქტი. მაგალითად, საქართველოს ირანთან ურთიერთობა ღიმილის მომგვრელია, რაღაც გარკვეულ ფაქტზე ხომ უნდა იყოს გამყარებული, რაღაცაზე ხომ უნდა აპელირებდნენ, როდესაც ასეთ ჰაერიდან მოტანილ ცრუ ბრალდებას უყენებთ ჩვენს ქვეყანას. იგივე ჩინეთთან ურთიერთობა, რასაც თვითონ შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ძალიან კარგ ურთიერთობაში და დამოკიდებულებაში არიან ჩინეთთან და უნდა გაღრმავდეს ეს ურთიერთობა, სადაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, USAID-ზეც კი არის საუბარი და იქ რაღაც დავალებებსაც კი აძლევენ USAID-ს, რომ საქართველოსთან მიმართებით რაღაც პოზიციები და პოლიტიკა ჩამოაყალიბოს. თვითონ ამერიკის რეალობასაც კი არის აცდენილი ეს აქტი", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები