21 აგვისტო 2026,   11:55
ვრცლად
საქსტატი: 2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 13.9% შეადგინა

2024 წელს, საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 2.5%-ით შემცირდა და 13.9% შეადგინა - განახლებულ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. ​

უწყების ინფორმაციით, 2024 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.5%-ით გაიზარდა და 54.8%-ით განისაზღვრა, დასაქმების დონე კი 2.6%-ით გაიზარდა და 47.1% მეათედი შეადგინა.

დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში.

დღის ამბები