მთავრობაში ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნება - პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა შესაბამისს საკანონმდებლო რეგულაციებს.
დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.
"ამ დეპარტამენტის მიზანია ამაღლდეს მთავრობის ეფექტიანობა. როგორც იცით, მაშ შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მან მიზნად დაისახა კორუფციასთან ძღოლა და სამთავრობო ეფექტიანობის მაქსიმალური ზრდა. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი არსებობდნენ უწყებები, რომლებიც ამას უზრუნველყოფდნენ და ერთ-ერთი იქნება სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.