22 ივნისი 2026,   04:35
ვრცლად
მექსიკაში მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მოკლეს

მექსიკის შტატ ვერაკრუსში, ტექსტეპეკის ქალაქის მერობის კანდიდატი, ესენია ლარა გუტიერესი, წინასაარჩევნო აქციის დროს, კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მასთან ერთად, სროლას მისი სამი თანმხლები პირიც ემსხვერპლა.

თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მერობის კანდიდატი ქუჩებში სეირნობდა და ადგილობრივებს ესალმებოდა. ის სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში იყო, როდესაც მისი მიმართულებით დაახლოებით 20-ჯერ ისროლეს.

მედიის ცნობით, მექსიკაში პოლიტიკოსებზე თავდასხმა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, განსაკუთრებით - არჩევნების პერიოდში.

დღის ამბები