"TV პირველის" ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის 154-ე მუხლით დაიწყო. ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს.
"TV პირველის" ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა.