26 აგვისტო 2026,   07:48
ვრცლად
"არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის ცვლილებს განახორციელებს არალეგიტიმური პარლამენტი რეგლამენტში - ეს პარლამენტი ხალხს არ აურჩევია" - გიორგი კაპანაძე

მიმდინარე კვირას დეპუტატები რამდენიმე კანონპროექტს საბოლოოდ დაამტკიცებენ, მათ შორის არის პარლამენტის ახალი რეგლამენტიც. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც მისი მიღების შემდეგ ამოქმედდება, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პარლამენტში ინტერპელაციით მიწვევის სიხშირის გაზრდაა. შესაბამისად, უქმდება ე.წ. "მინისტრის საათი".

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ცვლილებები პარლამენტს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რა ცვლილებას შეიმუშავებს პარლამენტი, რადგან ის ხალხს არ აურჩევია.

"სამწუხაროდ, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის ცვლილებს განახორციელებს არალეგიტიმური პარლამენტი რეგლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ხალხს არ აურჩევია, ეს პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას. სამწუხაროდ, ის შემადგენლობა, რომელიც დღეს თავის თავს პარლამენტის წევრს უწოდებს, გადაქცეულია ერთი ადამიანის სათამაშოდ", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

დღის ამბები