26 აგვისტო 2026,   09:42
ვრცლად
"უფრო დახვეწილი იქნება, როგორც პარლამენტის სტრუქტურა, ისე პარლამენტის მუშაობის წესიც" - ლადო ბოჟაძე პარლამენტის ახალ რეგლამენტზე

მიმდინარე კვირას დეპუტატები რამდენიმე კანონპროექტს საბოლოოდ დაამტკიცებენ, მათ შორის არის პარლამენტის ახალი რეგლამენტიც. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც მისი მიღების შემდეგ ამოქმედდება, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პარლამენტში ინტერპელაციით მიწვევის სიხშირის გაზრდაა. შესაბამისად, უქმდება ე.წ "მინისტრის საათი".

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ცვლილებები პარლამენტს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

"უქმდება მინისტრის საათი, თუმცა იზრდება ინტერპელაციების რაოდენობა. ფაქტობრივად, ყველა სასესიო კვირაში, პარლამენტარებს ექნებათ საშუალება, მოიწვიონ მინისტრი, ასევე პრემიერ-მინისტრი. უქმდება მუდმივმოქმედი საბჭოები, თუმცა გააგრძელებენ ფუნქციონირებას დროებითი კომისიების ფორმატით, მათ შორის, ეს ცვლილებები გააძლიერებს პარლამენტის საქმიანობას, არა მხოლოდ კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, არამედ მთავრობაზე ზედამხედველობის თვალსაზრისით. ზოგადად, უფრო დახვეწილი იქნება, როგორც პარლამენტის სტრუქტურა, ისე პარლამენტის მუშაობის წესიც", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

დღის ამბები