21 ივნისი 2026,   23:22
ვრცლად
აშშ-ში წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევას ელოდებიან

აშშ-ში, ორეგონის სანაპიროდან დაახლოებით 500 კილომეტრში, წყალქვეშა ვულკანი იღვიძებს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს. 

მეცნიერები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აკვირდებოდნენ მასიურ წყალქვეშა ვულკანს, ამბობენ, რომ ბოლოდროინდელი აქტივობის ზრდა - მიწისძვრების მატება ამ მხარეში და თავად წყალქვეშა სტრუქტურის შეშუპება - მიანიშნებს იმაზე, რომ ვულკანი მზად არის, ამოიფრქვეს.

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვულკანოლოგიის მკვლევარი პროფესორის, ბილ ჩადვიკის თქმით,ამჟამინდელი პროგნოზები აჩვენებს, რომ ვულკანი, რომელიც Axial Seamount-ის სახელწოდებით არის ცნობილ, შესაძლოა ნებისმიერ დროს ამოიფრქვეს.

დღის ამბები