მელანი ჯოლის განცხადებით, კანადა ზედმეტად დიდხანს იყო დამოკიდებული აშშ-ზე და სურს, გააღრმავოს ურთიერთობები გაერთიანებულ სამეფოსთან და ევროკავშირთან.
"ჩვენ ვართ ყველაზე ევროპული არაევროპულ ქვეყნებს შორის, ამიტომაც გვსურს ევროპასთან დაახლოება", – განაცხადა ჯოლიმ.
საგარეო საქმეთა მინისტრი ხაზს უსვამს, რომ აშშ-კანადის ურთიერთობები დაძაბული იყო ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ტრამპმა კანადის ავტომობილების, ალუმინისა და ფოლადის ინდუსტრიაზე ტარიფები დააწესა, თუმცა, ტრამპისა და კარნის შეხვედრა, როგორც ჩანს, კარგად წარიმართა, რადგან ორივემ თანხმობა გამოთქვა აშშ-კანადის ურთიერთობების "ახალ დასაწყისზე".
"მგონი კარგად დავიწყეთ, თუმცა ვიცით, რომ თეთრი სახლიდან ბევრი არაპროგნოზირებადი რამ მოდის და გვესმის, რომ მზად უნდა ვიყოთ და სიმტკიცე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ჯოლიმ.