22 ივნისი 2026,   03:01
ვრცლად
უკრაინის რადამ აშშ-სთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით აშშ-თან იშვიათი მინერალების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკიტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 338 დეპუტატმა დაუჭირა.

"ისტორიული კენჭისყრა. ეს შეთანხმება უკრაინას უფრო ძლიერს გახდის მადლობა ყველას მუშაობისთვის. ასე იქმნება ისტორია," - დაწერა ერმაკმა.

აშშ-მა და უკრაინამ შეთანხმებას იშვიათი წიაღისეულის შესახებ 30 აპრილს ხელი მოაწერეს.

დღის ამბები