კომპანია Apple-ი "აქტიურად განიხილავს" Safari-ის ვებ ბრაუზერის განახლებას, რომლის შემდეგაც საძიებო სისტემა ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე იქნება დაფუძნებული. რამაც, შესაძლოა საძიებო სისტემის ბაზარზე Google-ის დომინანტური პოზიციები შეარყიოს. ინფორმაციას CNN-ი Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედი კუიმ იუსტიციის დეპარტამენტის ანტიმონოპოლიურ საქმეში Alphabet-ის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და თქვა, რომ Safari-ში საძიებო მოთხოვნები პირველად გასულ თვეში შემცირდა, რაც მან იმ ფაქტს მიაწერა, რომ
მომხმარებლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ხელოვნურ ინტელექტს.
Apple-ის ბრაუზერში Google-ის საძიებო სისტემა ფუნქციონირებს, რის გამოც იგი Apple-ს წელიწადში დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს, ან Safari-ის ბრაუზერის მეშვეობით გამომუშავებული სარეკლამო შემოსავლის დაახლოებით 36%-ს უხდის.
ამ პოზიციის დაკარგვამ, შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს Google-ზე, რადგან ის აწყდება ძლიერ კონკურენციას ხელოვნური ინტელექტის სფეროს სტარტაპებისგან, როგორიცაა OpenAI-ი და Perplexity-ი. Apple-მა უკვე შეიმუშავა OpenAI-ის ვერსია, რომელიც Siri-ში ChatGPT-ის ფუნქციას შესთავაზებს მომხმარებლებს. ამასთან, Google-ი ცდილობს, უზრუნველყოს გარიგება, რომლის თანახმადაც თავისი Gemini AI ტექნოლოგია Apple-ის უახლეს მოწყობილობებზე იქნება ხელმისაწვდომი.