აშშ-ში, ფლორიდის შტატში, პოპულარულ სათევზაო ტბაზე კანოეთი სეირნობის დროს, ქალს ალიგატორი დაესხა თავს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ფლორიდის თევზისა და ველური ბუნების დაცვის კომისიის განცხადების მიხედვით, ქალი ორლანდოს სამხრეთით მდებარე კისიმეს ტბაში, ტაიგერ კრიკის შესართავთან ახლოს ცურავდა, როდესაც მას ალიგატორი დაესხა თავს. ქალის ცხედარი მაშველებმა იპოვეს.
პოლიციის ინფორმაციით, ქალთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იყო, რომელიც არ დაშავებულა. პოლიცია სხვა დეტალებს ჯერჯერობთ არ ასაჯაროებს.
ტერიტორიაზე ალიგატორებზე მონადირეები მუშაობენ.