22 ივნისი 2026,   12:45
ვრცლად
სტამბულის სანაპიროსთან დღეს 2 მიწისძვრა მოხდა

მარმარილოს ზღვაში, სტამბოლის სანაპიროსთან დღის განმავლობაში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 08:07 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდა იყო. ბიძგების ეპიცენტრი 12,4 კილომეტრი სიღრმეზე მდებარეობდა.

უწყების ცნობით, მეორე მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:22 საათზე მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3,2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი 9,62 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

დღის ამბები