22 ივნისი 2026,   17:49
ვრცლად
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

პროცესზე გამოცხადდა სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებული ზურაბ ჭავჭანიძე. სწორედ მისი საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო პროცესი.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წელი, ვლადიმერ გველესიანს - 5 წელი, ამირან დოლიშვილს 5 წელი, ანტონ ვარდანიძეს - 5 წელი, ალექსანდრე ჩილაჩავას - 5 წელი, გენადი კუპრეიშვილს- 5 წელი, სულხან ტუღუშს - 5 წელი, რამაზ მამულაძეს- 5 წელი მიესაჯა.

დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ განმარტა რომ საბოლოო სიტყვის დროს შეთანხმება აღარ ფორმდება.

საქმის ამ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დღის ამბები