22 ივნისი 2026,   13:30
ვრცლად
სიჩქარის გადაჭარბების დიფერენცირება საშუალებას მოგვცემს ეფექტურად მოვახდინოთ თითოეულ სამართალდარღვევაზე რეაგირება - ალექსანდრე დარახველიძე

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება - პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებებით ჯარიმები დარღვევის ხარისხისა და მასშტაბის მიხედვით  დიფერენცირდება.

"წარმოდგენილი ცვლილებებით მოხდება დარღვევის ხარისხისა და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება. სიჩქარის გადაჭარბებასთან და მის ზრდასთან ერთად უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება, შესაბამისად, ეს დიფერენცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ ერთის მხრივ, მცირე ტიპის გადაცდომაზე დაბალი ტიპის ჯარიმით მოხდეს რეაგირება, ხოლო როდესაც მაღალ გადაჭარბებას აქვს ადგილი - საუბარია 30 კმ/სთ-მდე, ან 50 კმ/სთ-მდე მეტით საათით გადაჭარბებას, ამ შემთხვევაში უფრო მაღალი ჯარიმები იქნება. ეს დიფერენცირება საშუალებას მოგვცემს ეფექტურად მოვახდინოთ თითოეულ სამართალდარღვევაზე რეაგირება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

დღის ამბები