21 ივნისი 2026,   23:24
ვრცლად
"სამარცხვინოა, რაც ხდება - იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება" - ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ იერიშზე

დონალდ ტრამპმა ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებულ იერიშებს სამარცხვინო უწოდა. ამერიკის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ინდოეთში ჩავა. თეირანი ნიუ დელსა და ისლამაბადს არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე შუამავლობას სთავაზობს.

"სამარცხვინოა ის, რაც ხდება. ჩვენ ინდოეთის სამხედრო იერიშის შესახებ შევიტყვეთ ახლა, როდესაც ოვალურ კაბინეტში შევდიოდით. ვფიქრობ, გამოცდილებიდან გამომდინარე, იქ მყოფმა ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ინდოეთი და პაკისტანი იბრძვიან უკვე მრავალი ათწლეულია და საუკუნეებიც კი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება," - ამბობს დონალდ ტრამპი.

კონფლიქტის აუცილებელ დეესკალაციაზე ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო უწყება მხარეებს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები