22 ივნისი 2026,   14:31
ვრცლად
აფეთქებები ახლო აღმოსავლეთში - ისრაელის სამხედრო დანაყოფებმა ღაზის სექტორში სკოლა დაბომბეს, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები იმყოფებოდნენ

ახლო აღმოსავლეთში ღამით აფეთქებები იყო - ისრაელის სამხედრო დანაყოფებმა ღაზის სექტორში სკოლა დაბომბეს, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები იმყოფებოდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობაზე ორი თავდასხმა იყო. დაღუპულია 29 ადამიანი.

ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, გუშინ, ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად, ღაზის სექტორში სულ მცირე 46 პალესტინელი დაიღუპა.

შეტევის მიზნად ისრაელში ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებენ.

დღის ამბები