საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბიზნეს სამართალი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, სამართლის უზენაესობა. ფორუმის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დარგის ექსპერტების მონაწილეობით, მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე სადისკუსიოდ რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობასაც უზრუნველყოფს.