22 ივნისი 2026,   05:58
ვრცლად
რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა საინფორმაციო სააგენტოს Chechnya Today-სთვის მიცემულ კომენტარში.

"მე თვითონ ვითხოვ, რომ გამათავისუფლონ ჩემი თანამდებობიდან. სხვას ექნება საკუთარი ინიციატივები, საკუთარი ხედვა. იმედი მაქვს, რომ ჩემს თხოვნას მხარს დაუჭერენ", - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა ვის სთხოვდა უფლებამოსილების შეჩერებას.

დღის ამბები