22 ივნისი 2026,   02:01
ვრცლად
საერთაშორისო გამოცემა desmog წერს, რომ "ჰერითიჯის" ფონდმა და მოკავშირე ორგანიზაციებმა, რომლებმაც ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების გეგმაზე იმუშავეს, ახლა ვაშინგტონში ევროკავშირის დაშლის წინადადება განიხილეს

საერთაშორისო გამოცემა desmog წერს, რომ "ჰერითიჯის" ფონდმა და მისმა მოკავშირე ორგანიზაციებმა, რომლებმაც მანამდე ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტების გეგმაზე იმუშავეს, ახლა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს და ევროკავშირის დაშლის წინადადება განიხილეს.

ავტორი სტატიაში ეყრდნობა ერთ-ერთი პოლონური საგამოძიებო გამოცემის ინფორმაციას და წერს, რომ ფონდმა "ჰერითიჯმა" კონსერვატიული ჯგუფები შეკრიბა იმის გასარკვევად, როგორ ხედავენ ისინი ევროკავშირის სტრუქტურების გადახედვას.

დახურულ სემინარზე გაიმართა დებატები ახალი დოკუმენტის შესახებ, რომელიც ლობისტების ჯგუფებმა მოამზადეს. დოკუმენტი განიხილავს ევროკომისიის და ევროსასამართლოს გაუქმებას. ტექსტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი გარდაიქმნა კვაზიფედერალურ სახელმწიფოდ, რომელიც ქვეყნებს უზღუდავს ეროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლებას.

მათი გეგმის თანახმად, ევროკავშირმა ამ ფორმით ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს, სახელიც უნდა შეეცვალოს და ევროპულ ერთა თანამეგობრობა დაერქვას.

დღის ამბები