ბუნდესტაგმა ფრიდრიხ მერცის კანცლერად არჩევა ვერ შეძლო. 310 ხმა 307-ის წინააღმდეგ, ასე გადანაწილდა დეპუტატების ხმები ქვედა პალატაში. საჭირო იყო 316 ხმა. ქვედა პალატას კანცლერის ასარჩევად კიდევ 14 დღე აქვს და ახლა მას უბრალო უმრავლესობით აირჩევენ.
კენჭისყრის მეორე ტური ხვალ ჩატარდება. მერცი მემარცხენე ცენტრისტი პოლიტიკოსია, ის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" ლიდერი შარშან გახდა. 2024 წელს კოალიციამ ბუნდესტაგის რიგ გარეშე არჩევნებში ხმების 28 პროცენტი მიიღო.