ლატვიის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სანამ უკრაინაში ომია, მისი ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ არ დადგება. განცხადება ინდულის კრეკისმა ლიეტუვურ ტელეარხ "ტევე სამთან" ინტერვიუში გააკეთა.
მაღალჩინოსანმა ისაუბრა მისი უწყებისა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ ანგარიშზე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ვითარება გაუარესდება, თუ ომი რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება ან კონფლიქტი გაიყინება.
ამ შემთხვევაში, ლატვიისთვის სამხედრო საფრთხე გაიზრდება, რადგან რუსი ჯარისკაცები დისლოკაციის ადგილებს დაბრუნდებიან, რომლებიც ლატვიას ესაზღვრება.