არჩევნები ავსტრალიაში ლეიბორისტების გამარჯვებით დასრულდა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მმართველ "ლეიბორისტულ პარტიას" 150-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში 82 მანდატი აქვს მოპოვებული.
ოპოზიციური "ლიბერალურ-ნაციონალური კოალიციის" ლიდერმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.
ავსტრალიაში, ფედერალური პარლამენტის არჩევნებში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 18 მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს. ისინი 40 სენატორსა და წარმომადგენელთა პალატის 150 დეპუტატს ირჩევდნენ.