22 ივნისი 2026,   04:22
ვრცლად
სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის 9 პირი სტამბოლის "პროგრესული ასოციაციის“ იურისტია.

შრომის დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე, ქალაქში უსაფრთხოების საგანგებო ზომები იქნა შემოღებული. გადაიკეტა ქუჩების ნაწილი, მეტროპოლიტენის შვიდი სადგური და სამართალდამცველთა მობილიზაცია გამოცხადდა.

ამავე დღეს პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ.

დღის ამბები