ჭიათურაში მომხდარი ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც მათ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ფიზიკურ ძალადობას ედავება, რის შედეგადაც, თენგო კობერიძემ მძიმე დაზიანება მიიღო. მას ყბების ძვლების მოტეხილობის გამო ოპერაცია დასჭირდა.
პროცესს ოთხივე ბრალდებული დაესწრო. პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. არგუმენტებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე, რომელიც 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა.
შემთხვევა ჭიათურაში პერევის მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. ძალადობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. პროკურატურამ ოთხივეს ბრალი დაუმძიმა.