22 ივნისი 2026,   05:48
ვრცლად
ილონ მასკი თეთრ სახლს ტოვებს - The New York Times

The New York Times-ის ინფორმაციით, ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს. ის თეთრ სახლში რეგულარულად აღარ მუშაობს. ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გავრცელებულა.

თავად მასკმა დღეს მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს და თქვა, რომ მისთვის ამ პოზიციაზე ყოფნა დიდი პატივი იყო.

მასკს მადლობით უპასუხა ტრამპმაც და თქვა, რომ მილიარდერმა ბევრ რამეზე განაცხადა უარი და მას ძალიან უსამართლოდ ეპყრობოდნენ.

დღის ამბები