რუსი პრანკერების, ვოვანის და ლექსუსის სამიზნე ამჯერად აშშ-ის ევროპასთან თანამშრომლობისა და უსაფრთხოების კომისიის უფროსი მრჩეველი პოლ მასარო გახდა.
მასაროსთან პრანკერების დიალოგი, პლატფორმა X-ზე ლორდ ბებომ (lord bebo) გამოაქვეყნა. ის ონლაინ პლატფორმაზე პოზიციონირებს, როგორც ყალბი ამბების წინააღმდეგ მებრძოლი.
"ნატო სუსტია, იმიტომ, რომ არ შეუტია რუსეთის კოლონას"; "ჩვენ ვმუშაობთ ქართულ მაიდანზე" - საქართველოში უცხო ქვეყნის მიერ მაიდნის სცენარის სავარაუდო მუშაობაზე საუბარი, პრანკერებისა და პოლ მასაროს დიალოგის ერთ-ერთი ნაწილია.
ასევე, დიალოგის გამოქვეყნებულ ნაწილში პოლ მასარო საქართველოში USAID-ის და NED-ის მუშაობაზე საუბრისას ამბობს, რომ "ისინი პროდუქტიულები იყვნენ უკრაინასა და საქართველოში, მაგრამ ზედმეტი პროპაგანდა გაუწიეს ვოუქ იდეოლოგიას".
"0:23 რა განწყობაა აშშ-ის კონგრესში? სენატორების უმეტესობას ნამდვილად არ აინტერესებს. აშშ-ის პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება.
1:16 ყველა ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთთან მშვიდობის დამყარებას, მაგრამ რუსეთი რაღაც ცუდს აკეთებს, რომ ამაში ხელი შეუშალოს
2:08 ტრამპს მართლა სჯერა, რომ რუსეთს მშვიდობა სურს? ტრამპი არ არის რუსეთის მარიონეტი, ის რუსეთის მიმართ ოდნავ მეგობრულია, მაგრამ მან არ იცის უკრაინის შესახებ.
ტრამპმა უნდა მისცეს უკრაინას ყველაფერი და სანქციები დაუწესოს რუსეთს. მაგრამ ტრამპს მხოლოდ ამის დასრულება სურს და არ აინტერესებს როგორ.
4:01 გვინდა ჩინეთზე გავამახვილოთ ყურადღება, მაგრამ რუსეთი არ გვაძლევს საშუალებას.
5:31 USAID-ის და NED-ის პრობლემები? ისინი პროდუქტიულები იყვნენ უკრაინასა და საქართველოში, მაგრამ ზედმეტი პროპაგანდა გაუწიეს ვოუქ იდეოლოგიას.
შესაძლოა მათი დახურვა უკანონო იყო, ამიტომ მომავალმა პრეზიდენტმა შესაძლოა დააბრუნოს ისინი.
7:21 რა ხდება საქართველოში?
7:57 უკრაინა უკეთესი რუსეთია. არ არსებობს უარესი ადგილი - იყო ქრისტიანი რუსეთში.
8:46 აშშ უნდა დაეხმაროს უკრაინას თურქეთთან დაახლოებაში. თურქეთი რუსეთის საპირწონეა. ისინი მზად არიან ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები.
9:13 ნატო არის ჩვენი ქმედებების შეზღუდვა.
9:23 რუსულ ოპოზიციას პასუხი არ აქვს, ცვლილებებისთვის რუსეთის დამარცხება გჭირდებათ. პრობლემაა დღევანდელი რუსული იდენტობა.
10:09 რუსული უმცირესობების მხარდაჭერა არ არის რუსეთის დაშლა.
11:57 უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება? ვგულისხმობ, უკრაინა უკვე ფაქტობრივად ნატოს სახელმწიფოა.
მაგრამ ნატო-მ საკუთარი თავი დაიმცირა, რადგან არ დაბომბა კიევისკენ მიმავალი რუსული კოლონა.
მაგრამ მომავალ პრეზიდენტთან ერთად ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, ასე რომ უკრაინა, შესაძლოა, ნატოში გაწევრიანდეს.
13:58 პოლონეთი და უკრაინა შეაჩერებენ რუსეთის შეტევას ევროპაში და არა ნატო. პოლონეთს ესმის, რომ ნატოს არ შეუძლია დაეყრდნოს.
14:35 რა უნდა გააკეთოს უკრაინამ? დაარტყით ნავთობს, მხარი დაუჭირეთ რუსეთში სეპარატისტთა ჯგუფებს, დაუახლოვდით თურქეთსა და პოლონეთს.
15:25 სკეპტიკურად ვარ განწყობილი გერმანიისა და საფრანგეთის მიმართ. საფრანგეთი მხოლოდ სიტყვებია და არაფერს აკეთებს.
16:08 მეიდანის გადატრიალება საქართველოში - "ამაზე ძალიან ბევრს მუშაობდნენ".
16:59 ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის მიმართ პოლიტიკა შეცვალა" - წერს X-ზე ლორდ ბებო პრანკერებისა და პოლ მასაროს დიალოგის გამოქვეყნებულ ნაწილში. თუმცა არ ჩანს, ამჯერად ვისი სახელით დაურეკეს აშშ-ის მაღალჩინოსანს რუსმა პრანკერებმა.