ავტოსაგზაო შემთხვევა ძველ თბილისში - მსუბუქი ავტომობილი სავაჭრო ჯიხურს დაეჯახა. მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯიხური გადაბრუნდა, ბორდიურზე ავარდნილი მანქანის გასაყვანად კი ევაკუატორი გახდა საჭირო.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.