22 ივნისი 2026,   01:30
ვრცლად
ღამის კლუბში ჩატარებული რეიდის დროს, 100-ზე მეტი არალეგალი იმიგრანტია დაკავებული - შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაცია
აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კოლორადო სპრინგსში მდებარე ღამის კლუბში ჩატარებული ფედერალური რეიდის დროს,  100-ზე მეტი იმიგრანტი დააკავეს. სააგენტოს მტკიცებით, ისინი აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ.
 
როგორც Reuters-ი იტყობინება, დაკავებული ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით, ეს ყველაზე მასშტაბური რეიდია, რომელიც 20 იანვრის - ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჩატარდა. ტრამპმა პირობა დადო, რომ დაადეპორტებს იმ ემიგრანტებს, რომლებიც აშშ-ში არალეგალურად იმყოფებიან.
 
როგორც აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, ღამის კლუბში 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და მათგან 114 ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობდა.
დღის ამბები