საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება, სადაც დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
როგორც წილოსანი აცხადებს, განსაკუთრებით სამწუხაროა აღნიშნული ფაქტი, უკრაინასთან მიმართებით:
"იმდენად შეცვლილია მსოფლიოში გლობალური ნარატივები და მათ შორის ყველაზე მსხვილი ქვეყნების, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წამოსული განცხადებები თუნდაც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ნატო-სთან მიმართებით და ა.შ. არ არის გასაკვირი ის, რომ ნატო-ს ანგარიში გარკვეულწილად შეცვლილია. შეცვლილია იმიტომ, რომ თავად დიდი ქვეყნების პირობებში მიღებული ცვლილებები თუ შეცვლილი ნარატივები, უზრუნველყოფს იმას, რომ გარკვეული ჩანაწერები იყოს შეცვლილი, განსაკუთრებით სამწუხაროა აღნიშნული, უკრაინასთან მიმართებით,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.