NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი რუსეთს გრძელვადიან საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ განცხადება მარკ რუტემ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში ბურთი რუსეთის მხარესაა. რა დათმობების შეთავაზება შეიძლება სურდეთ რუსეთს ან უკრაინას, გენმდივანს დეტალებზე არ უსაუბრია.
"NATO-ში ყველა ვთანხმდებით, რომ რუსეთი NATO-ს ტერიტორიისა და მთელი ევროატლანტიკური ტერიტორიისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს. უკრაინელები ნამდვილად თამაშობენ და ვფიქრობ, რომ ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა.
მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან და მის გუნდთან, რუბიოსთან, ჰეგსეტთან და მაიკ უოლცთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, მაგრამ შეხვედრის მთავარი საკითხი ჰააგაში დაგეგმილი NATO-ს სამიტი იყო. ჩვენ, ყველანი, ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ვხედავთ NATO-ს, რომელიც თავდაცვაზე გაცილებით მეტს ხარჯავს. ეს აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დავრჩეთ უსაფრთხოდ", - განაცხადა მარკ რუტემ.