საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპულმა ქვეყნებმა შეერთებულ შტატებს უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკებებში თავიანთი "წითელი ხაზები" წარუდგინეს, - ინფორმაციას უკრაინულ მედია Franceinfo-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჟან-ნოელ ბაროს თქმითვე, დღეს, ლონდონში ჩანიშნულ შეხვედრაზე, უკრაინულ და ევროპულ მხარეებს იქნებათ შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი მოლოდინები და "წითელი ხაზები".
"ერთადერთი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაღელვებს, ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შუამავლის როლის შესრულება, ჩვენ მათ ვაცნობთ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას, თუ რას არ დავთმობთ", - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.