აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის "ყოვლისმომცველი რეორგანიზაციის გეგმა" გამოაცხადა. მასში აღნიშნულია, რომ "ყველა საგარეო დახმარება, რომელიც არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, გაერთიანდება რეგიონულ ბიუროებში, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საუბარია რუბიოს სტატიაში, სახელწოდებით "ახალი სახელმწიფო დეპარტამენტი – ახალი ეპოქის გამოწვევებისთვის".
მარკო რუბიო ასევე ამბობს, რომ USAID-ის დარჩენილი ფუნქციები სხვადასხვა ბიუროზე გადანაწილდება.