აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტის ადმინისტრაციას "ამერიკის ხმის" საქმიანობის აღდგენა დაავალა.
კონკრეტულად, საუბარია 14 მარტს გათავისუფლებულ ან იძულებით შვებულებაში გაშვებულ ყველა თანამშრომლის სამსახურში აღდგენაზე. თუმცა, ვაშინგტონის ოლქის მოსამართლის ეს გადაწყვეტილება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ "ამერიკის ხმა" მაშინვე განაახლებს მუშაობას.
სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.