22 ივნისი 2026,   02:02
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შემოდგომისთვის განიხილავს - "ბლუმბერგი"

საფრანგეთის პრეზიდენტი პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობას შემოდგომისთვის განიხილავს. ინფორმაციას "ბლუმბერგი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ანონიმური წყაროები სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნავენ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ემანუელ მაკრონი ახლო გარემოცვას მსგავსი სცენარის შესახებ ესაუბრებოდა და რომ განხილვები მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"ბლუმბერგი" ასევე წერს, რომ მაკრონი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2026 წლის მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაიფიქრა. აქვე აღნიშნულია, რომ მარტში მაკრონის რეიტინგი 31%-მდე გაიზარდა, რაც, თებერვალთან შედარებით, 7 პროცენტით მეტია.

ცვლილებას საერთაშორისო ასპარეზზე მაკრონის აქტიურობას უკავშირებენ. 

დღის ამბები