21 ივნისი 2026,   23:36
ვრცლად
რუსეთის "როსგვარდიის" ციფრული განვითარებისა და თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დააკავეს - სამხედრო მაღალჩინოსანი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი

რუსეთის "როსგვარდიის" ციფრული განვითარებისა და თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დააკავეს. გენერალ მიხაილ ვარენცოვთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოცემა "მედუზა" ავრცელებს. სამხედრო მაღალჩინოსანი თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.

საქმის ზუსტი დეტალები უცნობია. ანალოგიური ბრალდებით, ერთი თვის წინ დააკავეს ამავე უწყების ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

"როსგვარდია" ძალოვანი სამხედრო სტრუქტურაა, რომელიც 2016 წელს, ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეიქმნა. ორგანო, რეგულარული არმიისგან განსხვავებით, არა თავდაცვის სამინისტროს, არამედ რუსეთის პრეზიდენტს ექვემდებარება.

დღის ამბები