26 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გვაახლოებდა ევროკავშირთან - ლადო ბოჟაძე

შეუჩერდება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია 60 სხვა ქვეყანასთან ერთად - ბრიუსელის ახალი გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ექსკლუზიური პრეროგატივა ენიჭება, თბილისში განხილვის თემად რჩება.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სავიზო პოლიტიკა ბრიუსელმა, შესაძლოა, მესამე ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე ზეწოლისთვის გამოიყენოს.

"ევროკავშირი განიხილავს 61 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის გამარტივების საკითხს, რაც, რა თქმა უნდა, შეეხება ჩვენს ქვეყანასაც. თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გვაახლოებდა ევროკავშირთან. ისინი წინააღმდეგნი იყვნენ ასოცირების ხელშეკრულების, უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის... გახსოვთ, როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსის თემა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, ეს იქნება სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, რადგან 2027 წლიდან, ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომელიც უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გვაკისრია", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

 

დღის ამბები