დეკანოზმა გიორგი კალანდიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, არასრულწლოვან მსჯავრდებულებს აღდგომა მიულოცა, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
"20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი კალანდიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და სადღესასწაულო ნობათი - სანთლები, კვერცხი, პასკა და ტკბილეული გადასცა.
სააღდგომო საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმაც", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.



