ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ღაზის სექტორში ისრაელის იერიშებს ბოლო 24 საათში 31 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაჭრილები. "ცაჰალის" განცხადებით, გამოძიების შემდეგ "პროფესიული შეცდომების" მიზეზით თანამდებობიდან გაათავისუფლეს სადაზვერვო დანაყოფის მეთაურის მოადგილე - მისმა ქვედანაყოფმა 23 მარტს ღაზაში, ქალაქ რაფაში ცეცხლი გაუხსნა სასწრაფო მანქანების კოლონას, რასაც სამაშველო სამსახურის 15 თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პალესტინური წითელი ნახევარ-მთვარის საზოგადოებამ უარყო ისრაელის გამოძიების შედეგები და გაეროს დამოუკიდებელი მოკვლევისკენ მოუწოდა. მსხვერპლი მოჰყვა, ამერიკის შეერთებული შტატების იერიშებს იემენშიც, ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ღამით განხორციელებული დაბომბვის შედეგად 12ი ადამიანი დაიღუპა.