"ოპოზიცია ელოდება გარედან გადაწყვეტილებებს, რა დავალებებს მიიღებენ ისინი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში, ამიტომაც არიან ისინი დღემდე გაურკვევლობაში," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველანაირ სცენარში სრულ გამარჯვებას ელოდებიან.
"თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ უკვე დავიწყეთ მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ქართველ ამომრჩეველს მხარდაჭერა 64-ვე მუნიციპალიტეტში, მოვიგოთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნები.
რაც შეეხება იმას, ოპოზიცია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ცალკე თუ ერთად მიიღებენ, ამას ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ 4 ოქტომბერსაც ისევე გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად, როგორც გავიმარჯვეთ 26 ოქტომბერს", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.