რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს. შედეგად, კიევმა 909 ჯარისკაცის ნეშტი დაიბრუნა, მოსკოვმა კი - 41.
უკრაინამ დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. გარდაცვლილი სამხედროები, ძირითადად, კურახოვის, ზაპოროჟიის, სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე იბრძოდნენ.
ახლა ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყება.