27 აგვისტო 2026,   19:56
ვრცლად
"დაახლოებით 2 კვირაა, რაც ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა" - ირაკლი კობახიძე

დაახლოებით 2 კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში - "ღამის კურიერი" განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი.

"აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, 2 კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდი. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები