პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პოლიტიკოსმა პროკურატურა სულ რამდენიმე წუთია დატოვა.
ნიკა გვარამიამ უარი თქვა დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობასა და პარლამენტში მისვლაზე. საუბარია 349-ე მუხლის დარღვევაზე, რაც ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"კითხვები ჰქონდათ ისეთი, რომელიც ჩემს კომპეტენციას აღემატება საერთოდ. მეორე - მე არ ვაღიარებ ამ კომისიის ლეგიტიმურობას, რადგან პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაღიარებ და მესამე - პარლამენტი სულაც რომ ლეგიტიმური იყოს, ეს კომისია არალეგიტიმური და ანტიკონსტიტუციურია, რადგან მასში ოპოზიციის წევრები არ არიან. რაც შეეხება გირაოს გადახდას - ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ პარტიაში და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.