"ის, რომ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები არ მოდიან კომისიაზე, თავისთავად ნიშნავს იმას, რომ არაფერი აქვთ სათქმელი," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
საქმე ეხება კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერებს , ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა გვარამიას, რომელთაც, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
"აუცილებლად ნახავს ქართული საზოგადოება, რომ ისინი პასუხს აგებენ კანონმდებლობის წინაშე, სისხლისსამართლებრივი წესით. მეორეს მხრივ, ჩვენ არ ვაპირებთ, როგორც ეს კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ბრძანა, ვიხუმროთ. უკვე თვე-ნახევარია, რაც ეს კომისია მუშაობს და ყოველდღე ვისმენთ დაზარალებულების, მსხვერპლების რაღაც საშინელებებსა და უბედურებებს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.