27 აგვისტო 2026,   01:15
ვრცლად
"ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამაგალითოა" - მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე

პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბაქოში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილმა ბოლო შეხვედრა მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან გამართა.

ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. მანამდე პრეზიდენტი აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს სამაგალითო ურთიერთობა აქვს.

"პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც დღეს სუფევს მსოფლიოში, გვაძლევს იმის საფუძველსა და საშუალებას, რომ სწორედ სამაგალითოა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. ჩვენ გვაქვს სამაგალითო ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონზე, ვისაუბრეთ სომხეთთან დაკავშირებითაც და ვიმედოვნებთ, რომ გრძელვადიან პროცესში ყველა აქ მცხოვრები ხალხი დავრწმუნდებით, რომ აუცილებელია გრძელვადიანი, სტაბილური, მშვიდობიანი გარემო ჩვენი რეგიონისთვის", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დღის ამბები