"დიფ სთეითის" და მეინსტრიმ მედიის მიერ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგობის გასაწევად, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი საკუთარი სოციალური მედია პლატფორმის ამოქმედებას აპირებს. ინფორმაციას გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს.
სოციალური მედიაპლატფორმა ზაფხულში დაიწყებს ფუნქციონირებას. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურად დანიშვნის შემდეგ მას ელიტა ებრძოდა, რომელიც ქვეყანაში რადიკალური ცვლილებების წინააღმდეგი იყო.
როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, ეს გარემოება მისთვის სოციალური მედიაპლატფორმის შექმნის მიზეზი გახდა.
ლიზ ტრასი შეშფოთებულია, თუ როგორ ხდება დიდი ბრიტანეთში დიდი მედიაორგანიზაციების მიერ სასურველი თემების ჩახშობა ან წინ წაწევა.
"ამან მაფიქრებინა, რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება არაა საკმარისი და ჩვენ გვჭირდება მედიაქსელი, რომ ხალხთან კომუნიკაცია შევძლოთ, რომ გვქონდეს მოძრაობა, რომელიც მოითხოვს ჩვენი ლიდერების ცვლილებას", – განაცხადა ტრასმა.
"ასეთი რაღაცები საბჭოთა კავშირში ხდებოდა და ახლა ეს ჩვენ თავს ხდება, რაც ეს აბსოლუტურად შოკისმომგვრელია", - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
ტრასის თქმით, ის შექმნის ახალ სოციალურ მედიაპლატფორმას, რომლის ცენზურის ქვეშ მოქცევა შეუძლებელია იქნება და ადამიანები ისაუბრებენ იმ თემებზე, რომლებიც ნამდვილად აწუხებთ.