22 ივნისი 2026,   04:34
ვრცლად
ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და NATO-ს გენერალურ მდივნის შეხვედრა შედგა

დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს რუსულმა ძალებმა ოდესაზე. შემთხვევის შედეგად, დაშავდა სამი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და საწყობები. იყო ხანძარი. შეტევა იყო უკრაინის სხვა ოლქებზეც.

იერიშამდე რამდენიმე საათით ადრე ოდესაში შედგა უკრაინის პრეზიდენტისა და NATO-ს გენერალურ მდივნის შეხვედრა. ამასთან დაკავშირებით ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი წერს, რომ მარ რუტესთან საუბრის დროს ყურადღება კვლავ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე გამახვილდა.

ზელენსკი ასევე ეხმაურება შეერთებული შტატების წარმომადგენლის პეტერბურგში ვიზიტს და უიტკოფ-პუტინის შეხვედრაზე განხილულ ე.წ. "ხუთი ოლქის" საკითხს.

"ჩვენს ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია საუბარი. ჩვენთვის ეს წითელი ხაზია – ვაღიაროთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები როგორც არა უკრაინული, არამედ რუსული" - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრა "ფოქნიუსის" ეთერში შეაფასა სტივ უიტკოფმა. ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი პუტინთან შეხვედრას პროდუქტიულს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთი მზადაა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, იმ შემთხვევაში თუ დიალოგი უკრაინის ხუთი ოლქის რუსეთის მფლობელობაში გადასვლის კუთხით წარიმართება.

კონკრეტულად რა ტერიტორიაზეა საუბარი, უიტკოფს არ დაუზუსტებია, თუმცა მედია იტყობინება, რომ ეს ეხება ხერსონს, ზაპოროჟიეს, დონეცკს, ლუგანსკსა და ყირიმს.

დღის ამბები