26 აგვისტო 2026,   02:59
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 15-16 აპრილს პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.

დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პარლამენტის წევრები - გივი მიქანაძე, ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი.

დღის ამბები