29 აგვისტო 2026,   21:45
ვრცლად
მმართველი გუნდისთვის გაუგებარი, ოპოზიციისთვის კი მისაღები გადაწყვეტილება - რა შეფასებები კეთდება PACE-ს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას იხსენებს. გიორგი კახიანი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ოდირმა ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო და თქვა, რომ საარჩევნო გარემო კარგად იყო ადმინისტრირებული, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება გაუგებარია, ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით მოთხოვნა კი, საფუძველს მოკლებული. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, PACE-ს პოზიცია ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიის დასკვნას სრულად ეწინააღმდეგება.

ოპოზიცია ევროპული ინსტიტუციების პოზიციებში განსხვავებებს ვერ ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპელმა პარტნიორებმა არჩევნებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქამდეც არაერთხელ დააფიქსირეს.

სტრასბურგში გამართული დებატების დროს, გამომსვლელებს შორის იყვნენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. "ქართული ოცნება" აქცენტს ორმაგ სტანდარტზე აკეთებს.

სტრასბურგში გამართული დებატების შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას, 89 წევრმა დაუჭირა მხარი, სამმა კი საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა.

დღის ამბები